Logo

პროკურატურამ ქუთაისში ერთი ადამიანის მკვლელობისა და ორი ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

სამართალი
66
Frontnews image description

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ერთი პირის მკვლელობის და ორი პირის დაჭრის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, ანგარიშსწორების მოტივით, ბრალდებულმა რევოლვერიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ცეცხლი გაუხსნა სამ პირს, რომელთაგან ერთი პირი მოკლა, ხოლო ორი პირი დაჭრა. დაჭრილების სიცოცხლის გადარჩენა, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

Advertisement