პროკურატურამ მარტვილის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
“24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს