Logo

პროკურატურამ ფოთში ახალშობილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას ბრალდება წარუდგინა

სამართალი
16.02.2022 / 21:19
Frontnews image description

საქართველოს პროკურატურამ ფოთში მომხდარი ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი, საკანალიზაციო მილში მოათავსა.

 

სამართალდამცველებმა დ.კ. 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

 

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები