პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების და გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების, ადევნების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომლის გავრცელების მუქარით რამდენჯერმე აიძულა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.
ბრალდებული ელექტრონული საშუალებების გამოყენებით სისტემატურად აკონტროლებდა დაზარალებულის გადაადგილებას, ჩაცმულობას, მეგობრებთან ურთიერთობას და არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა მასთან. გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული დაზარალებულს და მისი ოჯახის წევრს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ასევე ინტერნეტის გამოყენებით, რამდენიმე პირსა და დაზარალებულს შორის არსებული ინტიმური ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს", - აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს