პროკურატურამ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება 4 პირს წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ორ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო ერთ პირს დანაშაულის დაფარვის მუხლებით წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მასთან სტუმრად მყოფ პირს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა გვამი სოფელ აჭყვისთავის ტერიტორიაზე წაიღო და დაუსახლებელ ადგილას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებული პირის დახმარებით დამარხა, ხოლო თვითონ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მიიმალა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ორი ბრალდებული განზრახ მკვლელობის ფაქტის თვითმხილველი გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორია მკვლელობის დღესვე დატოვა და მიიმალა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა სამი პირი 26 მაისს, დანაშაულის შეუტყობინებლობის და დანაშაულის დაფარვის მუხლით დააკავეს. აქედან ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.
ხოლო ერთ პირს ბრალდება 375 -ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა.
პროკურატურამ, ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – აცხადებენ პროკურატურაში.
თაგები:
ბრალდება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს