პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 დეკემბერს, ქ. თბილისში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლ-ქმარს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები შემთხვევის ადგილთან ახლოს არსებულ ორმოში მოთავსა და ხის ტოტებით დაფარა, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 21 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს მიერ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს