Logo

“პროკურატურას შეუძლია უარი თქვას ბრალდებაზე და სასამართლოს განჩინებით დევნა შეწყდება”

საზოგადოება
1407
Frontnews image description

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი პროკურატურისგან ბრალდებაზე უარის თქმაა, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინებით, სამართლებრივი დევნა წყდება.

"მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება და ნიკას გათავისუფლება, რა თქმა უნდა, პრობლემას ვერ აღმოფხვრის, ვინაიდან წერტილი უნდა დაესვას ამ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას, რათა მომავალში არ ჰქონდეს ხელისუფლებას დამატებითი ინსტრუმენტი, რომ კვლავ ხელახლა დაიწყოს ნიკას წინააღმდეგ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოყენება.

ყველაზე უფრო ოპტიმალური ვარიანტი ამ შემთხვევაში მორალური და სამართლებრივი თვალსაზრისითაც არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია გამოიყენოს ის, როდესაც პროკურორი უარს ამბობს ბრალდებაზე და სასამართლოს განჩინებით წყდება დევნა. ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო დამატებით ამნისტიიას კანონის გამოყენება, რომელიც დამეთანხმებით, გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოების ძალიან დიდ ფენაში", -განაცხადა კონდახაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები