
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ დავკითხეთ დაზარალებულის წარმომადგენელი, მან გვითხრა ის, რომ ამ ქმედების დასრულების შემთხვევაში ზიანი იქნებოდა 25 მილიონზე მეტი ლარის ოდენობით, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობდა ტერორისტული მიზანი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას.
"ბრალდების მხარე კონკრეტულ სასჯელს მოქმედი კანონმდებლობით არ ითხოვს, სასამართლო იღებს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას.
ჩვენ დავკითხეთ დაზარალებულის წარმომადგენელი, მან გვითხრა ის, რომ ამ ქმედების დასრულების შემთხვევაში ზიანი იქნებოდა 25 მილიონზე მეტი ლარის ოდენობით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარდა ქონებრივი ზიანისა, ის ფაქტი, რომ ქმედების დასრულების შემთხვევაში სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩარევა მოხდებოდა ბრალდებულის მხრიდან.
არსებობდა ტერორისტული მიზანი ალექსანდრე ელისაშვილის მხრიდან, სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაციას", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
ალექსანდრე ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს