Logo

პროკურორი – დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი შეძლებული მამაკაცი და ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო ნიშნობა

საზოგადოება
985
Frontnews image description

საგარეჯოში 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, “მოკლული გოგონას დედის საფუძველზე მოხდა მოზარდის თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას არ ჰქონია სურვილი”.

 

“დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი. მისი გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება იმ მამაკაცთან, რომელთანაც მას არ ჰქონია სურვილი. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ დედა არის ის პირი, რომელსაც უშუალოდ წვლილი მიუძღვის უკვე შემდგომ გოგონას გარდაცვალებაში. მათ შორის დედის ინიციატივითაც მოხდა გოგონას გათხოვება.

 

დედა იყო პირი, რომელსაც მოეწონა ასაკით უფროსი მამაკაცი, შეძლებული. დედა იყოს ორგანიზატორი, რომ მომხდარიყო უფროსი ადამიანის და მისი შვილის ნიშნობა. შემდეგ უკვე მოტაცებულმა გოგომ მას დაურეკა საშველად და სთხოვა უკან დაებრუნებინა, სწორედ დედა იყო პირი, რომელმაც იმ ადამიანთან ბავშვი დააბრუნა”,- განაცხადა საქმის პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა.

 

რუსთავის სასამართლომ მოკლული 14 წლის გოგონას დედასა და ბიძას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები