პროკურორი – მიხეილ სააკაშვილს ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა


ავტორი
Front News საქართველო
პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში შემოსვლაში წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი დაეხმარა.
ამის შესახებ პროკურორმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
“ფაქტი ერთია, ადამიანი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ შემოსულა ოფიციალურად სახელმწიფო საზღვარზე და ის იმყოფება საქართველში. რაც შეეხება მეორე საკითხს, რამდენად გამოკვლეულია, მტკიცებულებებით რამდენად დგინდება საიდან წამოვიდა და რა მიმართულებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დეტალურადაა დადგენილი მათ შორის უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიაზე ვინ ეხმარებოდა, და ეს იყო წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი სტრუქტურიდან, რომელიც ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხში”, – განაცხადა ვეფხვაძემ.
საზღვრის კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ ესწრება.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს