პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მრავალფეროვან და შრომის ბაზარზე მოთხოვნად საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ონლაინ ვებპორტალზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
"პროფესიული განათლება წარმოადგენს უმოკლეს და პრაქტიკულ გზას დასაქმებისთვის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს საბაზო განათლება.
პროგრამები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, შეცვალოს არსებული პროფესიული მიმართულება, გაიღრმაოს ცოდნა სხვადასხვა დარგში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
პროგრამები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა, ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი, ჯანდაცვა, ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, მომსახურებები, სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია, განათლება და სხვა.
რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე. აღნიშნული მიდგომა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და კომპანიას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას გულისხმობს, როდესაც პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გარკვეული ნაწილი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, კონკრეტულ კომპანიაში.
2025 წელს შეთავაზებული საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და პროგრამების სრული ჩამონათვალი, ასევე, რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ პორტალზე - https://vet.emis.ge/#/
პროფესიულ პროგრამებთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220, ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: info@emis.ge", - აღნიშნულია პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
პროფესიული უნარების სააგენტო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს