
ავტორი
Front News საქართველო
2026 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო პროცედურები 26-დან 29 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა სასურველი არჩევანი მხოლოდ ერთ პროგრამაზე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge - უნდა დაადასტურონ.
აპლიკანტები პლატფორმაზე ასევე მიიღებენ ინფორმაციას საკუთარი რეიტინგული ქულისა და რეიტინგულ სიაში დაკავებული ადგილის შესახებ.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აპლიკანტებს შეახსენებს, რომ საბოლოო არჩევანის დადასტურება ჩარიცხვის პროცესის სავალდებულო ეტაპს წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა აპლიკანტმა საბოლოო არჩევანი დადგენილ ვადაში უნდა დააფიქსიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავს შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას - (+995 32) 2200 220; info@emis.ge.
თაგები:
საგანმანათლებლო პროგრამები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს