პროფკავშირ “ლაბორის” ოფისში ჩხრეკა გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
პროფკავშირ “ლაბორის” ოფისში ჩხრეკა გრძელდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათია, ოფისში ატარებენ.
პროფკავშირის წევრის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები დოკუმენტების გადასამოწმებლად მიმდინარეობს.
“თქვეს, რომ ყველანაირი დოკუმენტაციის გადასამოწმებლად მოვიდნენ, თვითონ სასამართლო განჩინებაში არაფერი ეწერა, თუ კონკრეტულად რის საპოვნელად არიან მოსულები, რაც კანონდარღვევაა. არის მითითებული ოთხი ადგილი, სადაც ჩატარდება ჩხრეკა, ერთ-ერთი არის ჩვენი ოფისი. ასევე, თავმჯდომარის სახლი. ვფიქრობთ, რომ ეს არის გაშავების მცდელობა ან ალბათ, ცდილობენ, რომ “შეტენონ” რამე”, – განაცხადა პროფკავშირის წევრმა.
ფინანსური პოლიცია პროფკავშირების დამფუძნებლის გიორგი დიასამიძის სახლშიცაა შესული.
განჩინების თანახმად, ჩხრეკა თბილისის მასშტაბით ოთხ მისამართზეა დადგენილი.
თაგები:
ჩხრეკა