
ავტორი
Front News საქართველო
პროფკავშირების გაერთიანებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ პროფკავშირებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების მორიგი აქცია 7 ივნისს, 12:00 საათზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობასთან დაიწყება და მსვლელობით ჯანდაცვის სამინისტრომდე გაგრძელდება. ექიმებისა და მძღოლების ერთადერთი მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების ზრდაა.
“ექიმები და მძღოლები ითხოვენ სახელფასო ანაზღაურების 100 პროცენტით ზრდას. ისინი ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ და მათი შრომითი უფლებები დაცული და დაფასებული უნდა იყოს. პროფკავშირების გაერთიანება და მედიცინის პროფკავშირი მზად ვართ, კანონის ფარგლებში ყველანაირი, მათ შორის ფიზიკური და იურიდიული დახმარება გავუწიოთ მედპერსონალს“ – განაცხადა პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
სამინისტროსთან მისული აქციის მონაწილეებისა და პროფკავშირების გაერთიანების საინიციატივო ჯგუფი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.
შესაბამისი მოთხოვნის წერილი პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა მედიცინის პროფკავშირის ხელმძღვანელთან, ირაკლი ამირანაშვილთან ერთად უკვე შეადგინა და სამინისტროს დღესვე გადაეგზავნება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს