პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში უწყვეტი პროტესტის მეასე დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობები გაიმართება.
მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობები თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან დაიწყეს და რუსთაველზე, პარლამენტთან მივიდნენ, სადაც ასი დღეა, საპროტესტო აქციები ყოველდღე იმართება.
მსვლელობები გაიმართა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, გორში, ახალციხეში, თელავსა და ახმეტაში.
პროტესტის მონაწილეები კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
თაგები:
მსვლელობა