Logo

პროტესტის მე-100 დღეს თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება

Frontnews image description

საქართველოში უწყვეტი პროტესტის მეასე დღეს, 7 მარტს საპროტესტო აქცია-მსვლელობები გაიმართება.

დღევანდელი აქციის ლოზუნგი “ბოლომდე” იქნება.

მოქალაქეები თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან დაიწყებენ საპროტესტო მსვლელობებს და დღის ბოლოს რუსთაველზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და იქ დასრულდება დღევანდელი აქცია.

აქციები ასევე, დაგეგმილია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონშიც.

სოციალური ქსელი “ბოლომდე” აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მასობრივი პროტესტის მე-100 დღეს რუსთაველზე შევიკრიბებით საქართველოს  ძალიან ბევრი მოქალაქე.
კიდევ ერთხელ მოვითხოვთ საოკუპაციო რეჟიმის გაშვებას და ყველას დავანახებთ, რომ ჩვენ არ შევეგუებით ხელისუფლების უზურპაციას და დიქტატურის დამყარებას! ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და არ დავუშვებთ ქვეყნის მომავლის მოპარვას!

მნიშვნელოვანია ბევრი ვიყოთ, ამიტომ გაავრცელეთ ინფორმაცია და ივენთზე მოიწვიეთ ყველა მეგობარი, ნაცნობი და თანამებრძოლი!”  , – აღნიშნულია განცხადებაში.

დაგეგმილი აქციების განრიგი კი ასეთია:

თბილისი

18:00 – აქცია/მსვლელობა: არქიტექტორები სოლიდარობისთვის! – თბილისის მერია

19:00 – სტუდენტების, ლექტორების და პროფესორების ერთობლივი აქცია/მსვლელობა – თსუ-ს პირველი კორპუსი

19:00 – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან

19:00 – მსვლელობა: თავისუფლება სინდისის პატიმრებს! – პირველი არხის ეზოდან (კოსტავას 68)

20:00 – პროტესტის მეასე დღე: ბოლომდე! – პარლამენტთან

21:00 – საჯარო ლექცია საპროტესტო აუდიტორიის მიერ – ილიას და აკაკის ძეგლთან

21:30 – საჯარო დისკუსია: რუსულ რეჟიმთან ბრძოლის 100 დღე – მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო ნაბიჯები – ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის წინ

ახმეტა
17:00 – პროტესტი: პროტესტის 100 დღე – მერიასთან
გორი
17:00 – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები! – საკრებულოს წინ
ახალციხე
18:00 – პროტესტი – შოთა რუსთაველის ძეგლთან
ბათუმი
19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ზუგდიდი
18:00 – ბრძოლა გამარჯვებამდე – სამხარეო ადმინისტრაციის წინ
თელავი
18:00 – უწყვეტი პროტესტი თელავში – მერიის წინ
ქუთაისი
18:00 – აქ საქართველო იბრძვის! უწყვეტი პროტესტის 100 დღე! – მერიის წინ
ჩხოროწყუ
20:00 – გაბედე პროტესტი ყოველდღე! – მერიის წინ

მოქალაქეები  ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნის და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით მეასე დღეა, აქციებს მართავენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები