პროტესტს თბილისის 161-ე სკოლის მოსწავლეებიც შეურთდნენ


ავტორი
Front News საქართველო
სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეების პროტესტი გრძელდება.
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცნენ. მათ შორის არიან თბილისის 161-ე სკოლის მოსწავლეებიც.
გაფიცულ მოსწავლეებს საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ გამოტანილი და სკოლის ეზოში დგანან.
მათი თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვერ შეეგუებიან და მათი მიზანი ევროპულ საქართველოში ცხოვრებაა.
დედაქალაქის გარდა სკოლის მოსწავლეების ნაწილი გაიფიცა ზუგდიდში, ქუთაისსა და ხაშურშიც. ზუგდიდის ნომერ მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილმა საკლასო ოთახები დატოვეს და მსვლელობა გამართეს.
საქართველოს მასშტაბით უკვე რამდენიმე დღეა, აქციები იმართება. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შეცვლა, ევროკავშირთან დაახლოება და ხელახალი არჩევნებია.
თაგები:
პროტესტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს