“პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ


ავტორი
Front News საქართველო
გამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. მას წარბი აქვს გატეხილი და თავის ძლიერი ტკივილი აღენიშნება. ჟურნალისტი პოლიციამ თაბუკაშვილზე განყოფილებაში გადაიყვანა.
“არც კი ვიღებდი, არც კამერა მქონდა ხელში და არც ტელეფონი, უბრალოდ მასალებს ვტვირთავდი, როდესაც, ჩემთვის უცნობი პირი მოვიდა, თავიდან ძალიან ახლოს მოვიდა, იმდენად ახლოს, რომ მარტო ვიყავით იქ და არ უნდა მოსულიყო ასე ახლოს, საეჭვო იყო და რომ ვკითხე რა ხდება მეთქი მუშტი დამარტყა სახეზე. მივხვდი, რომ არ ჩერდებოდა და დამაგდო ძირს, მერე წიხლებს მირტყამდა, მაგ დროს უკვე რამდენიმე იყო სავარაუდოდ, რადგან ორი ადამიანის ხმა მესმოდა მე მგონი.
მერე ხალხმა დაინახა და მოვიდნენ, მე ვეუბნებოდი რომ პრესა ვიყავი, თან მეკეთა ბეიჯი. მერე უკვე გაიქცნენ. კადრები არის, რომ მირბიან.
თავის ტკივილი მაქვს ძლიერი და სათვალეები გამიტეხეს, მაგრამ მაგას აღარ ვჩივი. არ ვიცი როდის მომცემენ სასწრაფოს გამოძახების საშუალებას. არანაირი ფორმა არ ეცვა, იყო შავებში ჩაცმული და პირბადე ჰქონდა აწეული”, – აცხადებს მინდია გაბაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს