პუტინი – 2014 წლამდე ვერც ვიფიქრებდი, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ასეთი კონფლიქტი იქნებოდა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2014 წლამდე “ვერც წარმოიდგენდა”, რომ რუსეთსა და უკრაინის შორის კონფლიქტი იქნებოდა.
“ბევრი ადამიანი არის ზრდასრული, წიგნიერი, მცოდნე, ნიჭიერი, რა თქმა უნდა, ისინი საკუთარ საქმეს აკეთებენ და ბევრი მათგანი, ისევე როგორც მე – 2014 წლამდე – ვერც გაიფიქრებდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ასეთი კონფლიქტი იქნებოდა. ეს რომ ვინმეს ეთქვა 2014 წლამდე, მე ვეტყოდი: “გაგიჟდი?”, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, “ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, საკუთარი თვალსაზრისი“ და “უნდა ვუყუროთ საქმეებს და არა ქმედებებს”, თუმცა თუ ეს ქმედებები მიზნად ისახავს საკუთარი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას, ეს არის „ერთი ამბავი“ და თუ ეს მხოლოდ სიტუაციის შეფასებაა, მაშინ სხვა ამბავია.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს