პუტინი – ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა, არაფერი გამოვიდა


ავტორი
Front News საქართველო
რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის საერთო ტრაგედია, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიაში განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს ქვეყნების შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ.
“ნატო-ს თითქმის ყველა ძირითადი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება რუსეთის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები გაბედულად და მტკიცედ იბრძვიან რუსეთისთვის.
ყველა ინფორმაცია ნატო-ს ძალების და საშუალებების შესახებ, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სპეცოპერაციის დროს გულდასმით უნდა გაანალიზდეს და გამოვიყენოთ ჩვენი ჯარების საბრძოლო შესაძლებლობების გასაზრდელად, ასევე შიდა სპეცსამსახურების გასაძლიერებლად“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, დასავლეთის მიზანი რუსეთის დასუსტება, რაზეც ისინი წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთეთ, გვეგონა, რომ ამ თითქოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილები გავხდებოდით. აღმოჩნდა, რომ თურმე იქ არ გველოდებიან.
დასავლეთმა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვა დაიწყო, განსაკუთრებით უკრაინაში, ისინი ამას ძალიან კარგად აკეთებენ.
ათწლეულების განმავლობაში ვცდილობდით მეზობლებთან ძმური ურთიერთობა დაგვემყარებინა, არაფერი გამოვიდა, ვერ შევძელით. დღემდე ვფიქრობ, რომ უკრაინა ჩვენი მოძმე ერია. ის, რაც დღეს ხდება, ჩვენი საერთო ტრაგედიაა. ეს ჩვენი პოლიტიკის შედეგი არ არის, ეს მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგია”, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს