Logo

პუტინი – ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ

მსოფლიო
1001
Frontnews image description

ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მზად ვართ, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  განაცხადა.

 

“მსოფლიო ეკონომიკა მწვავე კრიზისს განიცდის, რაც ბაზრის იმ ცალკეული მოთამაშეების მხრიდან ძირგამომხთრელ საქმიანობასაც უკავშირდება, რომლებიც მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ, ასევე, მიმართავენ ბაზარზე დისკრიმინაციას და თუ ეს არ გამოდის, პირდაპირ ანადგურებენ კონკურენტების ინფრასტრუქტურას.

 

ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს “ჩრდილოეთ ნაკად 1“-და და “ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე დივერსია. ეჭვგარეშეა, ეს არის საერთაშორისო ტერორიზმის აქტი, რომლის მიზანია მთელი კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა და იაფი ენერგიის წყაროების ბლოკირება,

 

მილიონობით ადამიანის და მეწარმის გაზის, სითბოს, ელექტროენერგიის და სხვა რესურსების გარეშე დატოვება, მათი იძულება, ეს ყველაფერი უფრო მაღალ ფასად იყიდონ. თავდასხმა “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენებზე გახდა ყველაზე საშიში პრეცედენტი. ის აჩვენებს, რომ ახლა საფრთხის ქვეშ არის სატრანსპორტო, ენერგეტიკული ან კომუნალური ინფრასტრუქტურის ნებისმიერი კრიტიკული ობიექტი, განურჩევლად იმისა, თუ მსოფლიოს რომელ კუთხეში მდებარეობს ის, ვის მიერ არის მართული, გადის ის ზღვის ფსკერზე თუ ხმელეთზე“, – განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, “ჩრდილოეთ ნაკადს“ არ აქვს პოლიტიკური ქვეტექსტი და მხოლოდ კომერციული პროექტია. 

 

“ბურთი ევროკავშირის მოედანზეა, თუ სურთ, უბრალოდ მოუშვან ონკანი, ჩვენ არავის ვზღუდავთ. მზად ვართ, შემოდგომის და ზამთრის პერიოდში დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ.

 

ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის ფასზე შეზღუდვებს დააწესებენ, ჩვენ ენერგორესურსებს არ გავუგზავნით. ჩვენს საზიანოდ არ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement