პუტინი – ჩვენ არ გავდივართ შეთანხმებიდან, მხოლოდ ვაჩერებთ

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს.
მისი თქმით, რუსეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰუმანიტარულ დერეფანს საფრთხე შეექმნა.
“არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ. უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი




