პუტინი – დანაკარგი დიდია, ნუთუ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს შეუძლიათ ამის დაშვება?!


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინის ომში ადამიანური დანაკარგების თანაფარდობა, სავარაუდოდ, 1-დან 7-მდე ან 1-დან 8-მდეა რუსეთის სასარგებლოდ.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა “ვალდაის” სადისკუსიო კლუბში განაცხადა.
“არის ზოგან დანაკარგები, ამას სინანულით ვამბობ, დანაკარგები არის 1-დან 10-მდე, 1-დან 8-მდე. ბოლო დროს თითქმის ყოველთვის 1-დან 7-მდე ან 1-დან 8-მდეა. ხალხი საერთოდ არ ეცოდებათ. ნუთუ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს შეუძლიათ ამის დაშვება“, – განაცხადა პუტინმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში 69 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგის შესახებ ინფორმაციის განახლება 2022 წლის გაზაფხულზე შეწყვიტა. ამრიგად, პუტინის ლოგიკით, უკრაინულმა მხარემ ამ ომში სულ მცირე 55 000 ჯარისკაცი დაკარგა.
უკრაინა ასევე არ ასახელებს თავდაცვის ძალების დაღუპული ჯარისკაცების ზუსტ რაოდენობას. ბოლო ცნობილი მაჩვენებელი დაახლოებით 9000-ია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა თანაფარდობა დაახლოებით 1-დან 6,5-მდეა და ეს მაჩვენებლები დაახლოებით შეესაბამება გენერალური შტაბის მონაცემებს.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს