პუტინი – დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ, სცადონ


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ფრაქციების ლიდერებთან განაცხადა.
“თუ დასავლეთს კონფლიქტის პროვოცირება სურდა, რომ რუსეთთან ბრძოლის ახალ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის შეკავების ახალ ეტაპზე გადასულიყო, შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეულწილად შეძლეს. ნორმალურ პირობებში, ალბათ, ამის გაკეთება რთული იქნებოდა. თუმცა, რას მინდა, მივაქციო ყურადღება – მათ უნდა გააცნობიერონ, რომ წააგეს ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, რადგან მისი დაწყება ნიშნავს ამერიკული მსოფლიო წესრიგის კარდინალურ გარდატეხას. ეს ნიშნავდა ლიბერალურ-გლობალისტური ამერიკული ეგოცენტრიზმიდან ნამდვილად მრავალპოლარულ მსოფლიოზე გადასვლას.
დღეს ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე სურთ, სცადონ. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დასავლეთს ჩვენთან ომი სურს უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი ამისკენ მიდის. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სერიოზულად ჯერ არაფერი დაგვიწყია“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს