Logo

პუტინი – გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის მსახურება, არჩევანი თქვენზეა

მსოფლიო
491
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევგენი პრიგოჟინის ამბოხებას გამოეხმაურა და სამხედრო კომპანიის დაქირავებულებს ულტიმატუმი წაუყენა.

 

“დღეს თქვენ (ვაგნერელებს) გაქვთ შესაძლებლობა გააგრძელოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ხელშეკრულების გაფორმებით“, – განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ დაბრუნდნენ სახლში ან ბელარუსში წავიდნენ.

 

“ვიმეორებ, არჩევანი თქვენზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება რუსეთის “მეომრების” არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა”, – განაცხადა პუტინმა.

 

მისი თქმით, “ვაგნერი“ არსებული სახით აღარ იარსებებს. პუტინმა ასევე გაიხსენა „მტრები“ და დაადანაშაულა ისინი რუსეთის ფედერაციის „სისხლიან ომში ჩახშობის“ მცდელობაში.

 

კრემლის ლიდერის თქმით, “აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა“.

 

თავის მიმართვაში არც ერთხელ არ უხსენებია ევგენი პრიგოჟინის სახელი, არც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დახურვა და არც თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბში შესაძლო საკადრო ცვლილებები.

Advertisement