პუტინი – კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და როგორღაც უნდა დასრულდეს


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.
“კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, “ერევნისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანული ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით“.
სოჭში ვლადიმერ პუტინის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. დღის ბოლოს კი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.
შეხვედრის ინიციატივა კრემლს ეკუთვნის.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს