
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს რეაქციით გაოცებული დარჩა.
“ჩემთვის რეაქცია, რომელიც მოჰყვა, სრული სიურპრიზი იყო. მეგონა, რომ ყველა იტყოდა, გმადლობთ, კარგია. არა, იყო რაღაც სრულიად გაუგებარი ქარიშხალი ამ საკითხზე. ძალიან უცნაური და მოულოდნელი. როცა ვუყურებ გვერდიდან ვფიქრობ: სრულად გაგიჟდნენ თუ რა? რა ხდება იქ გაუგებარია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მათ შორის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით.
პუტინის თქმით, მას სურს მხარი დაუჭიროს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას თავად საქართველოში, ისევე როგორც რუსულ ბიზნესს და მოქალაქეებს, რომლებსაც უყვართ მეზობელი ქვეყანა.
“ჩვენ მზად ვართ გავიაროთ გზის ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს და გავაგრძელებთ ამას, იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდეს და რა გზით წავიდეს.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს