პუტინი – მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენ მზად ვართ ამისთვის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “კიევის რეჟიმს” მოუწოდა, “პატივი სცეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არჩევანს, რადგან მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გზა”.
“მოვუწოდებთ კიევის რეჟიმს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს არაერთხელ ითქვა”, – განაცხადა პუტინმა.
კრემლში უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიის ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს