პუტინი – ფინეთთან პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ ახლა იქნება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთს ნატოში გაწევრიანების გამო ემუქრება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ფინეთის საზღვარზე ჯარს გაგზავნის.
“მათ ფინეთი შეიყვანეს ნატოში. გვქონდა რაიმე დავა? ყველა დავა, მათ შორის ტერიტორიული ხასიათის, დიდი ხნის წინ გადაწყდა მე-20 საუკუნის შუა წლებში. ურთიერთობები იყო ყველაზე კეთილი და გულწრფელი.
პრობლემები არ ყოფილა, მაგრამ ახლა იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ ახლა შევქმნით ლენინგრადის სამხედრო ოლქს და იქ გარკვეული სამხედრო ნაწილების კონცენტრირება მოხდება. რისთვის სჭირდებათ ეს? რაღაც სისულელეა”, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, კრემლის ლიდერი ამტკიცებს, რომ ნატოსთან კონფლიქტი არ სურს. მისი თქმით, ალიანსის ქვეყნები თითქოს თავად ქმნიან კონფლიქტს და სურთ რუსეთის ფედერაციის “სტრატეგიული დამარცხება“.
“ვისთან გვქონდა პრობლემები? არავისთან. სწორედ ისინი (ნატოს ქვეყნები) ქმნიან პრობლემებს ჩვენთან, რადგან არ სურთ ასეთი კონკურენტი რუსეთის სახით”, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს