პუტინი – პრიგოჟინს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, რთული ბედის კაცი იყო, ნიჭიერი ადამიანი და ნიჭიერი ბიზნესმენი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტვერის ოლქში ავიაკატასტროფის დროს დაღუპულების ახლობლებს “გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა”.
“რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, პირველ რიგში მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულების ოჯახებს. ეს ყოველთვის ტრაგედიაა”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, პირველადი მონაცემებით, ბორტზე “ვაგნერის“ თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
“პრიგოჟინს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი, 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ის რთული ბედის კაცი იყო, შეცდომებიც ჰქონდა, მან იმ შედეგებს მიაღწია, რაც თავისთვის სჭირდებოდა და მაშინაც კი, როცა მე მას ვთხოვე ამის შესახებ. ის იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, პრიგოჟინი აფრიკიდან მხოლოდ გუშინ დაბრუნდა და რუსეთში ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ასევე, როგორც პუტინმა აღნიშნა, საგამოძიებო კომიტეტმა ავარიის ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო. ახლა „ტექნიკური და გენეტიკური გამოკვლევები ტარდება“.
ტვერის ოლქში პრიგოჟინის თვითმფრინავი 23 აგვისტოს ჩამოვარდა, ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, ყველა მათგანი დაიღუპა. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრი “ვაგნერის” დამფუძნებელიც იყო.
თაგები:
ევგენი პრიგოჟინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს