პუტინი – რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს ყირიმის ხიდზე


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი აუცილებლად უპასუხებს კიევის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ ტერაქტს ყირიმის ხიდზე, თავდაცვის სამინისტრო უკვე ამზადებს წინადადებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“ეს არის უაზრო დანაშაული სამხედრო თვალსაზრისით, რომელსაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია, არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის და ეს არის სასტიკი დანაშაული, რადგან უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. დაშავდა ერთი ბავშვი, რომლის მშობლებიც დაიღუპნენ. რუსეთის მხრიდან პასუხი აუცილებლად იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ყირიმის ხიდზე უკვე მეორე ტერაქტი მოხდა, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს