Logo

პუტინი – რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ “ეს ყველაფერი” რაც შეიძლება მალე დასრულდეს

მსოფლიო
903
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი “ყველაფერს აკეთებს“, რათა უკრაინაში ომი “რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, მაგრამ “უკრაინული მხარე უარს ამბობს მოლაპარაკების პროცესზე”.

 

უცხოური მედიის ინფორმაციით, პუტინმა საუბრისას “ომის” და “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად გამოიყენა “ეს ყველაფერია”.

 

“ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, თქვენი შეშფოთება, რომელსაც მუდმივად გამოხატავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. მხოლოდ, სამწუხაროდ, მოწინააღმდეგე მხარემ, უკრაინის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უარს ამბობს მოლაპარაკების პროცესზე, რომ მას სურს, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო გზით, როგორც ამბობენ, ბრძოლის ველზე“, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement