პუტინი – რუსეთს არავის “შთანთქმის” ინტერესი არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთი სულაც არ გეგმავს რომელიმე ქვეყნის, მათ შორის ბელარუსის შთანთქმას.
“რუსეთს არავის “შთანთქმის” ინტერესი არ აქვს, ამაში უბრალოდ მიზანშეწონილობა არ არსებობს”, – განაცხადა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკების შემდეგ.
მისი თქმით, მსგავსი ჭორების გავრცელება, სავარაუდოდ, “არაკეთილსინდისიერების მცდელობაა, შეანელონ ინტეგრაციის პროცესი, რათა კონკურენტები არ მოიპოვონ“.
პუტინი დღეს მინსკში ჩავიდა და ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა. მათი თქმით, საუბრის თემები იყო განიხილეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს ძირითადი საკითხები “მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით“.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსთან ურთიერთობების შენებით კმაყოფილია, მზადაა, ბელორუსში ბირთვული პროექტების შემდგომი განვითარებისთვის, არსებობს კოსმოსში თანამშრომლობის გეგმებიც.
პუტინის თქმით, რუსეთსა და ბელარუსს საერთო ისტორია აერთიანებს, ამიტომ ისინი აშენებენ საკავშირო სახელმწიფოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს