Logo

პუტინი - რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, სამხედრო საშუალებებით თუ სხვა გზით

უკრაინა
21
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი დონბასს, ასევე უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებს "ნებისმიერ შემთხვევაში" დაიკავებს.

პუტინის თქმით, მოსკოვმა უკრაინას შესთავაზა „დონბასიდან ჯარების გაყვანა და სამხედრო მოქმედებების არ დაწყება“, მაგრამ "კიევმა ბრძოლა აირჩია“.

"რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს - სამხედრო საშუალებებით თუ სხვა გზით“, - აღნიშნა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ პუტინი "ნოვოროსიას“ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებთან მიმართებაში იყენებს.

ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინაში ომის დასასრულებლად. თავდაპირველი ვერსია 28 პუნქტს მოიცავდა, თუმცა მოგვიანებით ეს პუნქტები შემცირდა.

23 და 30 ნოემბერს აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის კონსულტაციები გაიმართა. პირველი შეხვედრა ჟენევაში გაიმართა, მეორე კი ფლორიდაში.

2 დეკემბერს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი მოსკოვში ჩავიდნენ, რათა პუტინთან ერთად განეხილათ გადამუშავებული დოკუმენტი.

შეხვედრის შემდეგ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კომპრომისი ჯერ არ იყო მიღწეული, მაგრამ მხარეები მზად არიან მუშაობის გასაგრძელებლად.

Advertisement