პუტინი – თუ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ კასეტურ იარაღს, ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო ზომები


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს აქვს კასეტური ბომბების “საკმარისი მარაგი” და მოსკოვი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ისინი, თუ ასეთი საბრძოლო მასალებს გამოიყენებენ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ.
“რა თქმა უნდა, თუ ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ კასეტურ იარაღს, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო ზომები“, – განაცხადა პუტინმა.
უკრაინამ მიიღო კასეტური ბომბები ამერიკის შეერთებული შტატებისგან, საბრძოლო მასალები აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. კიევმა პირობა დადო, რომ გამოიყენებს მათ მხოლოდ მტრის ჯარისკაცების კონცენტრაციის ადგილებში.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს