Logo

პუტინი – თუ ვინმეს უკრაინაში არსებულ სიტუაციაში ჩარევა გარედან მოუნდება, რუსეთი ელვისებურ პასუხს გასცემს

მსოფლიო
1385
Frontnews image description

თუ ვინმეს გარედან უკრაინაში არსებულ სიტუაციაში ჩარევა მოუნდება და რუსეთს სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს შეუქმნის, რუსეთი ელვისებურ პასუხს გასცემს, –  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აღნიშნულ დარტყმებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიღებულია.

 

“ჩვენ საამისოდ ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. თუ ვინმეს გარედან უკრაინაში არსებულ სიტუაციაში ჩარევა მოუნდება და რუსეთისთვის სტრატეგიული ხასიათის მიუღებელ საფრთხეს შექმნის, პასუხი ელვისებური იქნება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა პუტინმა.

Advertisement