Logo

“პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“, – ამერიკელი დიპლომატი იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლის მიტაცებაც რუსეთს სურს

მსოფლიო
299
Frontnews image description

რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ომით, მან შესაძლოა, სცადოს სხვა ქვეყნების, მათ შორის ნატოს წევრების ხელში ჩაგდება, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა რობერტ პირსონმა The Hill-ის სტატიაში განაცხადა.

 

დიპლომატის თქმით, პუტინი რუსეთის იმპერიის საზღვრებში დაბრუნებას ცდილობს, ამისათვის კი მან უნდა მიაღწიოს კონტროლს ევროპის რიგ ქვეყნებზე.

 

როგორც პირსონმა აღნიშნა, პუტინის პოტენციურ მსხვერპლთა სიაში შედის არა მხოლოდ ესტონეთი, ლატვია და ლიტვა, არამედ პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და მოლდოვა.

 

“ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინი გადარჩება, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსი სამხედროების განთავსება რაც შეიძლება შორს გაზარდოს დასავლეთში. ის უბიძგებს მინსკს უფრო მეტად დაემორჩილოს მოსკოვს და იქ რუსული ჯარების ყოფნა ნახევრად მუდმივი, როგორც სირიასა და ყაზახეთში. ის გაზრდის აქტივობებს კალინინგრადში და რუსეთის ბალტიისპირეთის საზღვრებთან“, – განაცხადა დიპლომატმა.

 

პირსონმა აღნიშნა, რომ პუტინი დაინტერესებულია უკრაინაში გაყინული კონფლიქტის შექმნით.

 

დიპლომატს მიაჩნია, რომ ნატოს მთავარი ამოცანაა განსაზღვროს ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შემდეგ.

 

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ იქნება შეერთებული შტატების ან ალიანსის გამარჯვება, თუ ისინი არ მოახდენენ პუტინს ჯარების უკრაინიდან გაყვანის მოტივაციას, ამ შემთხვევაში ევროპამ და აშშ-მა უნდა გაიგონ, რომ „დაცვითი თამაში“ საკმარისი არ არის.

Advertisement