პუტინი – უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, თუმცა ახალ აქტიურ შეტევით ოპერაციებს ამზადებენ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა.
ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან განაცხადა.
“რაც შეეხება კონტრშეტევას, რომელიც თითქოს შეჩერებულია, ის მთლიანად ჩაიშალა“, – განაცხადა პუტინმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
თუმცა, მისი თქმით, უკრაინული მხარე ახალ აქტიურ შეტევითი ოპერაციებს ამზადებს.
“ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით. და ჩვენც შესაბამისად ვრეაგირებთ”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი ასევე ამტკიცებს, რომ რუსები “პოზიციებს აუმჯობესებენ” და ეს ეხება კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ავდეევკის მიმართულებებს და შეიარაღებულ ძალებს, მათ ხელმძღვანელობას და წინა ხაზზე მყოფ მებრძოლებს “გამბედაობისა და გმირობისთვის” მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს