პუტინი – უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა ევროპელები მზად არ არიან ომისთვის, მათ დაავიწყდათ, რა არის ომი და განსაცდელი, რასაც უკრაინაში გავდივართ, მულტფილმი ჰგონიათ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას.
“ახლა ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას. ეს სრული ბოდვაა. ამასთან ერთად, ისინი თავად ირჩევენ სამიზნეებს, რომლებზეც დარტყმა სურთ რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე, ირჩევენ განადგურების ყველაზე ეფექტურ საშუალებებს. ასევე, ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატოს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს იმათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შედგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოვიარეთ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილები ჰგონიათ“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს