პუტინი – ვიმედოვნებ, ვინც ამაზე საუბრობს, ეყოფა გონიერება, რომ არ გადადგას მსგავსი სახიფათო ნაბიჯი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი არ ისწრაფვის უკრაინის მასშტაბური დაბომბვისკენ და არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას.
“ახლა არ არის მასობრივი დარტყმების საჭიროება, დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – აღნიშნა პუტინმა.
ნატო-ს ჯარების უკრაინაში შესაძლო გაგზავნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე ჯარის პირდაპირ კონტაქტში შეყვანა რუსულ ჯართან, არის ძალიან საშიში ნაბიჯი, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს გლობალური კატასტროფა.
“ვიმედოვნებ, ვინც ამაზე საუბრობს, ეყოფა გონიერება, რომ არ გადადგას მსგავსი სახიფათო ნაბიჯი“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი ღიაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კიევმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებების აკრძალვის თაობაზე.
“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. სტამბოლშიც კი მივაღწიეთ გარკვეულ შეთანხმებებს, ეს შეთანხმებები ფაქტობრივად პარაფირებული იყო. როგორც კი ჯარები გამოვიდნენ კიევიდან, კიევის ხელისუფლებამ მაშინვე დაკარგა მოლაპარაკებების სურვილი. თუ მანამდე მომწიფდებიან, კი ბატონო, ალბათ, ყველა ამით დაინტერესებული შუამავლის ძალისხმევა იქნება მოთხოვნილი.
ინდოეთი და ჩინეთი ყოველთვის საუბრობენ დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, ყველაფრის მშვიდობიანად გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ჩვენ ვიცით მათი პოზიცია, ისინი ჩვენი ახლო მოკავშირეები, პარტნიორები არიან და ჩვენ პატივს ვცემთ მათ პოზიციას, მაგრამ ასევე ვიცით კიევის პოზიცია. ისინი ყოველთვის ამბობდნენ, რომ სურთ მოლაპარაკებები, მაგრამ მიიღეს ოფიციალური გადაწყვეტილება, რომელიც ამ მოლაპარაკებებს კრძალავს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი დახურავს ჰუმანიტარულ დერეფნებს, თუ ისინი გამოიყენებენ ტერორისტულ თავდასხმებს.
გარდა ამისა, კრემლის ლიდერმა უკრაინის დამარცხებას “ცნებებისა და იურიდიული ტექნიკის” საკითხი უწოდა.
“თქვენ იცით, ეს ცნებების საკითხია, იურიდიული ტექნიკის საკითხია, რა არის დამარცხება, ამას ყველა სხვანაირად იგებს. მაგალითად, ყირიმი რუსეთის ფედერაციის სუბიექტი გახდა 2014 წელს, დამარცხებაა თუ არა? უნდა გვესმოდეს, ეს რა არის”, – განაცხადა პუტინმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს