
ავტორი
Front News საქართველო
ზოგიერთი ქვეყანა ჯერ კიდევ შედის დსთ-ის შემადგენლობაში, მაგრამ ისინი ამ ფორმატში არ მუშაობენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე.
“საქართველოსთან ყველაფერი დაიწყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაეჭრა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმებით <…> და ამ ავანტიურის შედეგად წარმოშობილი შედეგებით “, – განაცხადა პუტინმა.
რაც შეეხება უკრაინას, პუტინის თქმით, მან ხელი მოაწერა დსთ-ის ფუნდამენტურ დოკუმენტს, მაგრამ რეალურად არასოდეს შეუერთდა მას სრული ფორმატით.
”უკრაინა თავიდანვე ფაქტობრივად, თავს არიდებდა ფართომასშტაბიან თანამშრომლობას”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ქვეყნის იდენტობის სრული დაკარგვა მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არჩევანია.
“ამ ქვეყნის ელიტა – მათ ზოგადად მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან მოლდოველები. ისინი საკუთარ თავს რუმინელებს უწოდებენ. მაგრამ ეს მათი არჩევანია”, – განაცხადა პუტინმა.
საქართველომ დსთ 2009 წლის 18 აგვისტოს ოფიციალურად დატოვა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს