პუტინის დაბადების დღეზე კადიროვი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა


ავტორი
Front News საქართველო
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების “დროებით“ გაუქმების ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ მან გროზნოში ვლადიმერ პუტინის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე განაცხადა.
“მე გთავაზობთ, რომ ახლა, როცა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, ერთხმად გადავწყვიტოთ, რომ არჩევნებში ერთი კანდიდატი გვეყოლება – ვლადიმერ პუტინი. ან დროებით გავაუქმოთ არჩევნები“, – განაცხადა კადიროვმა.
მისი თქმით, ის რუსეთის პრეზიდენტად სხვა პირს ვერ ხედავს.
კადიროვმა ასევე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის ყველა პრობლემა ევროკავშირიდან და ნატოდან მოდის.
რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს უნდა ჩატარდეს. თარიღის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთის ფედერაციის საბჭო კენჭისყრის დღემდე არა უადრეს 100 დღისა (2023 წლის 8 დეკემბერი) და არაუგვიანეს 90 დღისა (2023 წლის 18 დეკემბერი).
პუტინი დღეს 71 წლის გახდა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს