პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ლონდონში შეხვედრა გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრები მთელი მსოფლიოდან ლონდონში შეიკრიბნენ, რათა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერა განეხილათ.
ბრიტანეთის გენერალურმა პროკურორმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ მთავრობა გააგრძელებს სასამართლოს დაფინანსებას და ექსპერტიზის მიწოდებას მანამ, სანამ “სამართლიანობა არ აღსრულდება“.
“ჩვენ დღეს ვიკრიბებით ლონდონში, გაერთიანებული ერთი მიზნით – პასუხისმგებლობა დავაკისროთ ომის დამნაშავეებს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის ამ უსამართლო, არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის დროს“, – განაცხადა მან.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის ბრალდებით პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს