Logo

პუტინის უახლოესი მოკავშირე ირანში მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრა

მსოფლიო
1169
Frontnews image description

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ირანის ოფიციალურ პირებთან კონსულტაციებისთვის თეირანში იმყოფება.

 

“თეირანში პატრუშევი გამართავს დაგეგმილ რუსულ-ირანულ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებში უშიშროების საბჭოების სპეციალისტებისა და ორი ქვეყნის რამდენიმე სამინისტროსა და დეპარტამენტის წარმომადგენლების მონაწილეობით“, – აცხადებენ რუსეთის უშიშროების საბჭოს პრესსამსახურში.

 

ვიზიტი ხორციელდება ბრალდებების ფონზე, რომ ირანი რუსეთს  კამიკაძე დრონებს აწვდის.

 

თეირანმა რამდენიმე დღის წინ აღიარა, რომ მოსკოვში გაგზავნა დრონების “მცირე რაოდენობა”, თუმცა განაცხადა, რომ ეს ომის დაწყებამდე იყო.

 

რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ირანულ დორნებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებს

Advertisement