პუტინმა “არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზით ვაჭრობის წესების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
პუტინის განკარგულებით, რუსეთისგან გაზის შესაძენად აღნიშნულმა ქვეყნებმა რუსულ ბანკებში ანგარიშები უნდა გახსნან.
ახალი წესები პირველი აპრილიდან ამოქმედდება.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა “გაზპრომს“, ცენტრალურ ბანკსა და მთავრობას დაავალა, 31 მარტამდე გაუწიონ ორგანიზება „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის მიწოდების სანაცვლოდ ანგარიშსწორების რუბლებში გადაყვანას.
რუბლებში გაზის საფასურის გადახდაზე უარი განაცხადეს „დიდ შვიდეულში“.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი




