პუტინმა ჩინეთის ლიდერთან განაცხადა, რომ უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის მზად არის


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ჩინეთის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობიანი გზით კონფლიქტის დარეგულირებას მხარს დაუჭერს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინმა სი ძინპინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა უკრაინასთან უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებისთვის.
მანამდე პუტინს მოლაპარაკებებისკენ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მოუწოდა.
ამასთან, პუტინის ოფიციალური წარმომადგენლის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის, უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში თავისი დელეგაცია გააგზავნოს.
“როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის ნეიტრალური სტატუსი განიხილოს. რუსეთის პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ მიმდინარე ოპერაციის მიზანი ლუგანსკის და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მხარდაჭერაა, მათ შორის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მეშვეობით. ეს კი ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია. ამ კონტექსტში, ზელენსკის შეთავაზების საპასუხოდ, ვლადიმერ პუტინი მზად არის, მინსკში რუსეთის დელეგაცია გააგზავნოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების დონეზე, რათა უკრაინულ დელეგაციასთან მოლაპარაკებები გამართონ“, – განაცხადა პესკოვმა.


არჩილ თალაკვაძე – ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე

ირაკლი ჩიქოვანი – თუ ვსაუბრობთ, რომ საქართველომ უნდა განავითაროს “შუა დერეფნის“ პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს ჩინეთმა და ჩინეთი მზად არის

კუბილიუსი – დეკემბერში სტატუსი იზეიმა და გამარჯვება უწოდა, 4 თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო არ არის მზად, კონკრეტულად ვინ არ არის მზად