Logo

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც რუსები ბრძოლაზე უარის თქმისთვის 10 წლამდე პატიმრობით დაისჯებიან

მსოფლიო
466
Frontnews image description

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რუსებს დეზერტირობისთვის ან გაწვევაზე გამოუცხადებლობისთვის თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

 

კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევით ან კონტრაქტით მყოფი ჯარისკაცის მიერ სამსახურის საპატიო მიზეზის გარეშე დატოვება ან სამსახურში გამოუცხადებლობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 10 წლამდე ვადით.

 

ამავე დროს, იგივე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ რუსებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან.

Advertisement