პუტინმა ოკუპირებულ დონბასში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები გაგზავნა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ დონბასში ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობა გაგზავნა.
რუსეთის უშიშროების სამსხურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრები “დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების” ხელმძღვანელებთან გაიმართა, რომელიშიც ასევე მონაწილეობნენ რუსეთის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და დონბასის საკითხების კურატორი სერგეი კირიენკო.
მედვედევის თქმით, “განიხილეს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებთან „კანონმდებლობის ჰარმონიზაცია“, ასევე ინფრასტრუქტურის სავარაუდო აღდგენა, საავადმყოფოების შეკეთება და სოციალური მხარდაჭერა”.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს