პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმება დაამტკიცა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის ე.წ. შეთანხმება დაამტიცა.
დოკუმენტს რუსეთმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა 2021 წელს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, “ერთი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არსებულზე უარის თქმის გარეშე“.
სეპარატისტული რესპუბლიკის 18 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს შეუძლია რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურებით მიმართოს. 14 წლამდე ბავშვები მიიღებენ მშობლების მოქალაქეობის მსგავს მოქალაქეობას. სანამ ბავშვი 18 წლის ასაკს მიაღწევს, მშობლებს შეეძლებათ მოქალაქეობის არჩევა წერილობითი განცხადების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, „ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებენ უფლებას მიიღონ სოციალური უზრუნველყოფა, განათლება და სამედიცინო დახმარება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“. ეს წესი სამხედრო სამსახურზეც ვრცელდება.
შეთანხმება ძალაში იქნება ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება იმავე პერიოდის განმავლობაში, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა