პუტინმა როგოზინი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დენის მანტუროვის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. დოკუმენტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ამავდროულად, პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი და დიმიტრი როგოზინის ნაცვლად “როსკოსმოსის” გენერალურ დირექტორად დანიშნა.
კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები შეიტანა და ისევ ათი ვიცე-პრემიერი დატოვა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა მათი რიცხვი 11-მდე გაზარდა ვიცე-პრემიერის – მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტის შემოღებით.
ვიცე-პრემიერებად რჩებიან იური ტრუტნევი, ტატიანა გოლიკოვა, ანდრეი ბელუსოვი, დიმიტრი ჩერნიშენკო, მარატ ხუსნულინი, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, დიმიტრი გრიგორენკო და ალექსანდრე ნოვაკი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


